ძალიან მშვიდი გარემო იყო,
ასეთი მაღალი ხარისხის
არჩევნები არასოდეს
ჩატარებულა საქართველოში, -
ამის შესახებ
საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის ”ხალხის ძალა”
წევრმა მიხეილ
ყაველაშვილმა "დღის
კურიერის" ეთერში
განაცხადა.ასევე, როგორც
მან აღნიშნა, ოპოზიციამ რაც
წინა არჩევნებზე გააკეთა,
იმას აკეთებს ახლაც, თუმცა,
მისი თქმით, ამით არაფერი
შეიცვლება:"წინა
არჩევნებზე იგივე ხომ
გააკეთა ოპოზიციამ,
დაახლოებით 6 თვე ბოიკოტის
რეჟიმში იყვნენ, არყიეს ეს
ქვეყანა, ამდენი აქციები და
ბოლოს უაზროდ გამოვიდა -
ყველამ აღიარა არჩევნები
და ასე მოხდება ახლაც.
არაფერი არ შეიცვლება, ჩვენ
ხომ ვიცით, რომ მართლები
ვართ და ეს საზოგადოებამ
ხომ თავისი თვალით ნახა,
ამხელა მოტივაცია ჰქონდათ
საქართველოს მოქალაქეებს,
ოპოზიციის მხრიდანაც,
ყველა მივიდა და
მშვიდობიან რეჟიმში მისცა
ხმა. ძალიან მშვიდი გარემო
იყო, ასეთი მაღალი ხარისხის
არჩევნები არასოდეს
ჩატარებულა საქართველოში,"
- აცხადებს მიხეილ
ყაველაშვილი.