სამხედრო გაწვევისა და
რეკრუტირების ეროვნული
სააგენტოს
წარმომადგენლები ქვეყნის
მასშტაბით ესტუმრნენ იმ
წვევამდელთა ოჯახებს,
რომლებიც წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო
სამსახურში საკუთარი
სურვილით
დარეგისტრირდნენ.
სამხედროებმა
წვევამდელების მშობლებს
თავდაცვის უწყებისგან
მადლობის წერილები
გადასცეს. ამ ეტაპზე,
წერილები გადაეცათ იმ
ოჯახებს, რომელთა შვილებიც
ეროვნულ სამხედრო
სამსახურში 8-თვიანი ვადით
ნებაყოფლობით
მსახურობენ.თავდაცვის
ახალი კოდექსით, 2025 წლიდან
წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურის
გავლა მხოლოდ თავდაცვის
ძალებშია შესაძლებელი.
მოქალაქეებს საშუალება
აქვთ სამხედრო სამსახურში
6, 8 ან 11-თვიანი ვადით
იმსახურონ. თავდაცვის
ახალი კოდექსის
ამოქმედებიდან დღემდე,
ქვედანაყოფებში
ჩარიცხულთა უმეტესობა
ნებაყოფლობით
დარეგისტრირებული
წვევამდელები არიან.
წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურში,
ნებაყოფლობით
დარეგისტრირებული
ახალგაზრდებისთვის
სახელფასო ანაზღაურება
30%-იანი დანამატით არის
გათვალისწინებული.