"მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს
სისტემა, ძალას სჭირდება
დაორგანიზება "- აცხადებს
მიხეილ სააკაშვილი.
პოლიტიკური განცხადებები
ექსპრეზიდენტმა
სასამართლო სხდომაზე
"ვივამედიდან "ონლაინ
ჩართვის დროს
გააკეთა.როგორც მმართველ
გუნდში განაცხადეს,
ექსპრეზიდენტისგან არ
უკვირთ მოწოდებები,
რომლებიც დაპირისპირებას
დ არეულობას
ეხება.პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილის გიორგი ვოლსკის
განცხადებით, სააკაშვილი
რევოლუციაზე ისევ
ენთუზიაზმით საუბრობს, რაც
არ მოხდება."სააკაშვილი
ისეთი ენთუზიაზმით
საუბრობს ამ რევოლუციაზე,
როგორც ამას აკეთებდა 2014
წლიდან მოყოლებული. ეს იყო
მისი იდეა-ფიქსი და დღეს
როცა ხედავს გარკვეულ
დაპირისპირებას, ფიქრობს,
რომ იქნებ მისმა იდეებმა
რაღაც დამაგვირგვინებელი
ეტაპი ჰპოვოს. ეს უსამშობლო
ადამიანი ფიქრობს ამ
გეგმით მოქმედებაზე და
თვითონ რომ ჩაუდგეს ამას
სათავეში. წარმოუდგენია
თავი როგორ მოდის ქუჩაში,
ხალხი მას ადიდებს და
ოსანას უმღერიან, ეს არის
მისი ავადმყოფი ცხელი
თავის ამბავი, რაც
ნამდვილად არ მოხდება,"-
აცხადებს გია ვოლსკი.