„წარმოუდგენელი აბსურდია,
როცა კერძო ტელეკომპანიის
სარედაქციო პოლიტიკის
შეცვლას ითხოვ“, - ასე
გამოეხმაურა ტელეკომპანია
„იმედის" წამყვანი, ირაკლი
ჩიხლაძე საპროტესტო
აქციას, რომელიც
ტელეკომპანიასთან პარტიამ
„საქართველოსთვის“
მოაწყო.ჩიხლაძე ამბობს, რომ
აინტერესებს, აქციის
მონაწილეები რატომ არ
გმობენ იმ ძალადობას,
რომელიც „იმედის“
ჟურნალისტებზე
მიმდინარეობს.„წარმოუდგენელი
აბსურდია, როცა კერძო
ტელეკომპანიის სარედაქციო
პოლიტიკის შეცვლას ითხოვ.
ეს არის „კოლექტიური
ნაცმოძრაობა“,
„ნაციონალური მოძრაობა“,
რომელიც მედიას არბევს,
როცა ძალა აქვს, და როცა
ძალა არ აქვს - ხმაურით,
შეურაცხყოფით ცდილობს
გავლენის მოხდენას,
რომელიც ჩვენთვის არაფერს
არ ნიშნავს - მიჩვეულები
ვართ.მართლა მაინტერესებს,
იმ ადამიანებმა, ვინც დღეს
მოვიდნენ და იდგნენ
ტელეკომპანია იმედთან,
რატომ არ დაგმეს ის
ძალადობა, რაც
განხორციელდა და დღემდე
ხორციელდება ტელეკომპანია
"იმედის" ჟურნალისტებზე", -
აცხადებს "იმედის" წამყვანი
ირაკლი ჩიხლაძე.