წარმომადგენელთა პალატის
ყოფილი სპიკერი ნენსი
პელოსი კონგრესში
ბრუნდება. როგორც გამოცემა
„ჰილი“ წერს, ეს
პელოსისთვის კონგრესში
მე-20 ვადა
იქნება.სან-ფრანცისკოელმა
ლიბერალმა კალიფორნიის
მე-11 ოლქში მარტივად
გაიმარჯვა, სადაც
დაამარცხა ნომინალური
მეტოქე, რესპუბლიკელი ბრუს
ლუ.პელოსი 84 წლისაა. ის არის
ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე
მკაცრი კრიტიკოსი,
განსაკუთრებით
კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6
იანვრის თავდასხმის
შემდეგ.