20:00 საათზე გამარჯვება
იზეიმეს, როგორც
წარმოედგინათ, არჩევნებზე
ხალხის დიდი მასა მათ
მხარდასაჭერად მოვიდა და
რომ დაინახეს, არჩევნები
წააგეს, შემდეგ დაიწყეს
ათასგვარი ვერსიების
გამოცხობა და ეს ვერსიები
ყოველდღიურად ხელში
ადნებოდათ, - განაცხადა
საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ქადაგიშვილმა
რადიკალურ ოპოზიციაზე
საუბრისას.„ერთი ფაქტი არ
აქვთ. 2 მლნ-ზე მეტი
ამომრჩეველი მივიდა
არჩევნების დღეს.
აბსოლუტურად არავის
პრეტენზია არ გამოუთქვამს
არაფერზე! ის ათასი
საჩივარი, რომელიც 2-ჯერ
ნაკლები დაიწერა, ვიდრე 2020
წელს, ძირითადად, იმდენად
მეორე და
მესამეხარისხოვან
საკითხებს ეხებოდა,
რომელიც საერთოდ
არჩევნების შედეგებზე
არანაირ ზეგავლენას არ
ახდენს. 20:00 საათზე
გამარჯვება იზეიმეს,
როგორც მათ წარმოედგინა,
რომ ეს დიდი მასა მათ
მხარდასაჭერად მოვიდა და
რომ დაინახეს, არჩევნები
წააგეს, შემდეგ დაიწყეს
ათასგვარი ვერსიების
გამოცხობა და ეს ვერსიები
ყოველდღიურად ხელში
ადნებოდათ“, - განაცხადა
ქადაგიშვილმა.