წარვადგინეთ სანქციები
მათ მიმართ, ვინც იყენებს
ძალადობას პროტესტის
მშვიდობიანი მონაწილეების
წინააღმდეგ, ამ ეტაპზე ვერ
შევძელით ორი ევროპული
ქვეყნის დარწმუნება,
მაგრამ მცდელობას
გავაგრძელებთ, – ამის
შესახებ საგარეო
პოლიტიკისა და
უსაფრთხოების საკითხებში
ევროკავშირის უმაღლესმა
წარმომადგენელმა, კაია
კალასმა ბრიუსელში,
ევროკავშირის საგარეო
საქმეთა მინისტრების
შეხვედრამდე ჟურნალისტებს
განუცხადა.კალასის თქმით,
შემაშფოთებელია, როგორ
ვითარდება საქართველოში
მოვლენები.„დიახ, ჩვენ
განვიხილავთ საქართველოს
საკითხსაც. მოვლენების
განვითარება ფრიად
შემაშფოთებელია. ასე რომ,
ჩვენ ვმსჯელობთ, კიდევ რისი
გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ
წარვადგინეთ სანქციები
მათ მიმართ, ვინც იყენებს
ძალადობას პროტესტის
მშვიდობიანი მონაწილეების
წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ
ვერ შევძელით,
დაგვერწმუნებინა ორი
ევროპული ქვეყანა, რომ ამას
დათანხმდეს, მაგრამ
მცდელობას გავაგრძელებთ“,
– განაცხადა კაია კალასმა.