
უნიკალური ქართული საგანძურის კიდევ ერთ უცნობ ისტორიას წალენჯიხის ტაძრიდან გატაცებული ხატების შესახებ ისტორიკოსი გიორგი კალანდია გვიზიარებს:
“თქვენს წინაშეა უნიკალური ფოტოები, პირადად მე პირველად ვნახე. ეს არის წალენჯიხის ტაძრის ძვირფასი ხატები, რომლებიც 1920-იან წლებში ეკლესიიდან გაიტაცეს და სამუდამოდ დაიკარგა.
ფოტოები ექვთიმე თაყაიშვილის წყალობით შემორჩა. ერთ-ერთი ხატის ზურგის წარწერაში დედოფალი თუხარანი მოიხსენიება. დანარჩენი ჩვენს ექვსტომეულში სამეგრელო. ტომი II. წალენჯიხა.”