წალენჯიხის მერია
სამძიმრის წერილს
აქვეყნებს: "⚫მწუხარებას
გამოვთქვამთ თბილისში
ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად დაღუპული
ზუგდიდელი ახალგაზრდების
გამო და ვუსამძიმრებთ
დაღუპულთა ოჯახებს,
ახლობლებს,
მეგობრებს.გარდაცვლილი
სტუდენტები საოკუპაციო
გამყოფი ხაზის მიმდებარე
ტერიტორიაზე მცხოვრები,
სოფელ რუხისა და ტყაიას
მკვიდრები არიან.მომხდარი
ტრაგედიის გამო,
წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის
მერიისგადაწყვეტილებით, 18
მაისს ეროვნული სამოსის
დღესთან
დაკავშირებით დაგეგმილი
ღონისძიებები არ
გაიმართება",-ნათქვამია
განცხადებაში. ცნობისთვის,
მტკვარში გადავარდნილი
მანქანის ერთი მგზავრის,
გიორგი შამუგიას ძებნა, ამ
წუთებშიც მიმდინარეობს.14
მაისის ღამით, ნოე
ჟორდანიას სახელობის
სანაპიროსთან მტკვარში
გადავარდნილ ავტომობილსა
და მასში მყოფი 2 პირის
ცხედარს მაშველებმა გუშინ
დილით მიაკვლიეს.ერთ-ერთი
გარდაცვლილი უტა ელიავაა.
გარდაცვლილის შესახებ
ინფორმაცია მისმა ოჯახის
წევრებმა გაავრცელეს. უტა
ელიავას მეუღლე და ორი
მცირეწლოვანი შვილი დარჩა.