მთაწმინდის რაიონის
გამგეობამ წავკისში
მასშტაბური საგზაო
სამუშაოები დაიწყო, -
ინფორმაციას თბილისის
მერია
ავრცელებს.სამუშაოების
შესახებ ინფორმაცია
საზოგადოებას თბილისის
მერმა კახა კალაძემ დღეს
დედაქალაქის მთავრობის
სხდომაზე
მიაწოდა.„წავკისში
გვქონდა სერიოზული
პრობლემები საგზაო
ინფრასტრუქტურის
თვალსაზრისით. აღნიშნული
პროექტის ფარგლებში, ათ
ქუჩას ჩაუტარდება
რეაბილიტაცია - დაიგება
ასფალტის ორფენიანი
საფარი, მოეწყობა
სანიაღვრე ქსელი და
ბორდიური. სამუშაოები
დაგეგმილია ტაბიძის,
მარჯანიშვილის,
თუმანიშვილის,
თაყაიშვილის, მანჯგალაძის,
9 აპრილის, ამაღლების II
შესახვევში, ასათიანის
ქუჩებსა და ასათიანის I და II
შესახვევში“, - განაცხადა
კახა კალაძემ.მისივე თქმით,
პროექტის ფარგლებში,
საგზაო ინფრასტრუქტურა
ჯამში 10 500 კვ.მ ფართობზე
მოწესრიგება.