
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „ლევადიას“ დაუზავდა (2:2), ორრაუნდიან დაპირისპირებაში მარცხი (2:3) განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.
ესტონეთში 0:1 წაგების შემდეგ, თბილისური გუნდის მწვრთნელმა კორღალიძემ იმედი გამოთქვა, რომ რაც იქ გოლები ვერ გაიტანეს, აქ გაიტანდნენ. მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს და პირველი მომენტი შექმნეს, როდესაც ძაგანიამ ბურთი ძელს გაარტყა. იბერიელები ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ მეტოქეზე ზეწოლის განხორციელება უჭირდათ. მაღალი სიცხის გამო ტემპი მაღალი, თამაში კი სანახაობრივი არ იყო. მაინც მოახერხეს მაპინძლებმა დაწინაურება – მარცხენა ფლანგიდან გ. ტაბატაძის ჩაწოდებულ ბურთს გოშთელიანმა თავურით ვალნერის კარში მიუჩინა ადგილი.
თუმცა, შეცვლაზე შესულმა ტორესმა მეორე ტაიმის დასაწყისში შორიდან გაუტანა მაკარიძეს და ანგარიში გაათანაბრა. „იბერია 1999“-მა იერიშებით უპასუხა, ძაგანიას, გოშთელიანის და სიხარულიძის დარტყმული ბურთები ვალნერმა მოიგერია, ხოლო 87-ე წუთზე საჯარიმოდან გ. ტაბატაძის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარემ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, აგიაკვამ თავით წინ გაიყვანა თბილისელები და ძირითადი დრო 2:1 დასრულდა.
ექსტრა ტაიმებში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, კირსმა მაკარიძის კარი დალაშქრა და თავისი გუნდი მესამე რაუნდში გაიყვანა.
იბერია 1999 – ლევადია 2:2 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 1:0 გოშთელიანი (40), 1:1 ტორესი (48), 2:1 აგიაკვა (87), 2:2 კირსი (109)
იბერია 1999: მაკარიძე, გ. ტაბატაძე (ამისულაშვილი 102), ჯგერენაია, აგიაკვა, ზოური (ქვარცხავა 73), დადიანი (კლასი 62), გოშთელიანი (სიხარულიძე 73), ქარდავა (ვრბანეცი 90+6), ი. ტაბატაძე, სილაგაძე, ძაგანია (რუშევიჩი 62)
· ვაი თქვენს პატრონს..)) გთხოვთ გაგებით მოვეკიდოთ, ასეთ სიცხეში ბევრი რომ ერბინათ შეიძლება ოფლი მოსვლოდათ და ეს სახუმარო სულაც არაა. 😅
· ტრამპი ლევან კორღალიძე არის ყოვლად სამარცხვინო მწვრთნელი მთელი თავისი შემოქმედებით გაყიდული სულით და ხორცით, 2 კაპიკის გამო რომელსაც ჯიბეში უდებენ ათამაშებს უნიათო ფეხბურთელებს გუნდში აყავს ფეხბურთელები რომელოც ვიგოდნიკობაზეა გათვლილი!!! გაუშვით მზა მზარეულზე რო მოიყვანეთ თავის დროზე!!!
· giorgi c agaar minda dawera arafris magram es dila da torpedo nagdad mougebdnen am levadias, sashineli gundi gaxda iberiia, rac sila wavida imis mere, goshtelians sad atamashebda prostaa poziciurad, da vapse ddziritadshi rogor moxvda , nu dzalian dabali doniss gundiaa
· მდააა… ამათი ყურება არის სასჯელი, ეს გუნდი არის ჩვენი ჩემპიონი?! მერე უკვირთ ეროვნულ ჩემპიონატზე ნათესავების მეტი რატომ არავინ დადისო.
· qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos უკეთესი გუნდი გავიდა. სოფლის გუნდი გავარდა . ამათ მიყვებიან კიდე დილა და ტორპედო კობიაშვილოვ მადლობა ფეხბურთის აყვავებისთვის. გააყქმეთ ფეხვურთი საქართველოში რო კანონით იგრძალებოდეს ამის თამაში
· giorgi ara chempiioni ro ver gaxdebaa wels es asiani maggram gunds regresi daetskko zustad evroturnirebamdde supertasze. korgaliidze dzalian sustiaa kazaxetidan maggitomac gamoabundzuules ro bolo adgili gaxvrita ikac
· zura ეს ხო გუნდი არ არის საერთოდ რას თამაშობენ ან რა უნდათ საერთოდ რატო ოფლიამდებიან ტყუილად
· ჰაკიმი ლევან კორღალოღლუ არის იბერიის მთავარი მწვრთნელი!
· ცოტნრ სირცხვილი… რა გინდათ ბიჭო რააა… ჩვენ ნერვებზე თამაშობთ… ??? უთამოვმოყვარეები ხართ.. მაკარიძეს კიდევ დრო გაყავდა.. ვისთან გაგყავს დრო ვისთაან? 8 ნომერს დააკვირდით? ( 99% უკან გააკეთა პასი იმის მაგივრად რომ გაამწვავო აგებ… და უკან პასი ) რა გინდათ სად დაიბადეთ ესეთი უჟილკოები. მალმიოს კაპიტანი ხო დაგცინოდათ ეხლა ლევადიას მეკარე დაგცინოდათ იმის .. თავიც არ გაქვთ პასუხი გაცეთ. თფუი
· Gela უბრალოდ ჩვენებს მნიშვნელოვან თამაშებზე ფეხები უკანაკალებთ და ვერ უძლებენ ზეწოლას.
· ალფა შეწყვიტეთ ამათი დაფინანსება თქვე ნაძირლებო! რა დავაშავეთ, თვითონ მიხედონ თავიანთ თავებს. რაც ეს ფონდი შემოიღეს და ჩვენ გვძარცვავენ იმის მერე საერთოდ ფსკერზე ჩაიყვანეს ქართული ფეხბურთი და პასუხის მომკითხავი არავინაა. ისწავლონ მენეჯმენტი და ჩვენს ჯიბეებს მაინც შეეშვას ფედერაცია.
· Giorgi ორივე თამაში მეკარემ წააგო, მაგრამ მაინც ძალიან დაბალი დონის გუნდია იბერია.
· Giorgi არადა ეს გუნდი ლიდერობს ეროვნულ ლიგას 🙁
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში – კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
[VIDEO] “იბერია 1999”-მა ესტონეთში “ლევადიასთან” მოსაგები თამაში წააგო
“მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა” – “ლევადიას” მწვრთნელი “იბერიასთან” თამაშის შემდეგ
ერთმანეთზე ლამაზი გოლები – არაბიძემ “ლევადიას” დუბლი შეუსრულა [VIDEO]
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში – კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
“კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!” – “ლევადიას” რიგებში “იბერიასთან” მატჩამდე საიმედო განწყობაა
მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა