ძლიერმა ქარმა და წვიმამ
ონის მუნიციპალიტეტის
სოფლებში სხვადასხვა
სახის პრობლემა
შექმნა.სტიქიის შედეგად
დაზიანდა საცხოვრებელი
სახლების სახურავები,
ადიდდა მდინარეები და
დაიტბორა საავტომობილო
გზები.მუნიციპალიტეტის
მერიის ინფორმაციით, სოფელ
ღებში ადიდდა მდინარე
ლათქიშორა, თუმცა
მოსახლეობისათვის ზიანი
არ მიუყენებია.სოფელ
ჭიორაში მდინარე ლოღორული
კალაპოტიდან ცენტრალურ
გზაზე გადმოვიდა, რამაც
ტრანსპორტის მოძრაობის
შეფერხება გამოიწვია. ამ
დროისთვის ყველა
სატრანსპორტო საშუალება
გადაყვანილია უსაფრთხო
ადგილზე.სოფელ წოლასა და
ონჭევში ძლიერი ქარის გამო
დაზიანდა საცხოვრებელი
სახლები.მუნიციპალიტეტის
მერიის ინფორმაციით,
საგლოლოზე
ელექტროენერგიის
გადამცემი ანძა დაზიანდა
და ელექტროენერგია არ
მიეწოდება ღების, ჭიორის,
გლოლის და საკაოს
ადმინისტრაციული
ერთეულების
სოფლებს.ადგილობრივი
ხელისუფლების
წარმომადგენლები
დაზარალებულ უბნებში
იმყოფებიან და ვითარებას
ადგილზე ეცნობიან.ონის
მუნიციპალიტეტის მერის,
სერგი ხიდეშელის
განცხადებით, შესაბამისი
გადაწყვეტილებები ზარალის
აღწერის შემდეგ
დაიგეგმება.