გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, პირველ
ოქტომბერს, დღის მეორე
ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე
საქართველოში
მოსალოდნელია:
დროგამოშვებით წვიმა,
ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა,
ქარის გაძლიერება, ზღვაზე
3-ბალიანი შტორმული
ღელვა."მოსალოდნელმა
ნალექმა საქართველოს
პატარ-პატარა მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონის
მნიშვნელოვანი მატება,
ხოლო გორაკ-ბორცვიან და
მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. საფრთხის დონე
– საშუალო," - იუწყება
გარემოს ეროვნული
სააგენტო.