გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, უახლოეს
დღეებში საქართველოში
შენარჩუნებული იქნება
გრილი და დროგამოშვებით
ნალექიანი ამინდი.ქ.
თბილისში 29 აპრილს ცივი,
ღრუბლიანი, ნისლიანი და
წვიმიანი ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +10
გრადუსი დაფიქსირდება. 30
აპრილს და 1 მაისს შესაძლოა
ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს,
ჰაერის ტემპერატურა +18, +20
გრადუსამდე
მოიმატებს.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29
აპრილს უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 30 აპრილიდან
ისევ გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +13, +15
გრადუსი დაფიქსირდება, 1
მაისს კი შედარებით
დათბება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) 29 აპრილს უნალექო
და ქარიანი ამინდი იქნება,
ხოლო 30 აპრილიდან ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +20, +22
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 29 აპრილს
უნალექო და ქარიანი ამინდი
იქნება, ხოლო 30 აპრილიდან
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +18, +23
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): 29 აპრილს უნალექო
ამინდი იქნება, ხოლო 30
აპრილიდან ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +13, +18
გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): 29 აპრილს ცივი,
ღრუბლიანი, ნისლიანი და
წვიმანი ამინდია
მოსალოდნელი. გორი-სურამის
გზის მონაკვეთზე იქროლებს
ძლიერი ქარი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +6, +11
გრადუსი დაფიქსირდება. 30
აპრილიდან ტემპერატურა +17, +22
გრადუსამდე მოიმატებს,
ზოგან შესაძლოა ხანმოკლე
წვიმა აღინიშნოს.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): 29 აპრილს
ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი
და წვიმანი ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +6, +11
გრადუსი დაფიქსირდება. 30
აპრილიდან ტემპერატურა +16, +21
გრადუსამდე მოიმატებს,
ზოგან შესაძლოა ხანმოკლე
წვიმა და სეტყვა
აღინიშნოს.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): ზოგან
ნალექიანი ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +13, +18 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): ზოგან ნალექიანი
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +13
გრადუსი დაფიქსირდება.