გარემოს ეროვნული
სააგენტო მოსახლეობას
მოსალოდნელი ამინდის
შესახებ აფრთხილებს.„28
დეკემბრიდან 29 დეკემბრის
დილამდე საქართველოში
მოსალოდნელია
დროგამოშვებით ნალექი,
მთაში და მაღალ მთაში ზოგან
ძლიერი თოვა და ქარბუქი,
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4
ბალიანი
შტორმი.მოსალოდნელმა
ნალექებმა დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი
მატება, პატარა
მდინარეებზე
წყალმოვარდნები,
გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო
ქვეყნის მაღალმთიან
რაიონებში ზვავების
ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე
დიდთოვლობის,
ზვავსაშიშროების,
ლიპყინულის და ხილვადობის
გაუარესების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა
(საფრთხის დონე საშუალო)“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.