„ძალიან ცუდ პირობებში იყო, სახლი არ ჰქონდა...“ - ნეაპოლში, ქართველ ემიგრანტს ეძებენ

Primetime.ge 4 საათი წინ 1
„ძალიან ცუდ პირობებში იყო, სახლი არ ჰქონდა...“ - ნეაპოლში, ქართველ ემიგრანტს ეძებენ
ნეაპოლში, ქართველი ემიგრანტი მიშა/მიხეილ გეგუჩაძე გაუჩინარდა. როგორც „პრაიმტაიმს“ ბიჭის და უყვება, მას კონტაქტი ძმასთან, ბოლოს 10 ივნისს ჰქონდა. „ამ თვეში ძალიან ცუდ პირობებში იყო, სახლი არ ჰქონდა, ქუჩაში ათევდა ღამეს და თანხა ჩავურიცხე, იმ დღის მერე კონტაქტზე არ გამოსულა. შემდეგ მეგობრებთან ვრეკე და ახლობელმა მითხრა, 11 ივნისს ქალაქში ვნახეო. მის მერე არავის აღარ უნახავს. წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება იყოს. კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ჩემი ძმა ნეაპოლმა ჩამიყლაპა“,- ამბობს ხათუნა გეგუჩაძე. თუ ვინმე შეხვდებით ბიჭს, გთხოვთ ამ ნომერზე დარეკოთ: 592 02 74 53.
სრულად წაიკითხეთ სტატია