ძალიან უხერხული ფაქტია,
რომ ჰელსინკის კომისია
იქცა „ნაციონალური
მოძრაობის“ საარჩევნო
კამპანიის ერთ-ერთ
დანაყოფად, - განაცხადა
პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილმა.მისი
თქმით, საქართველოს ჰყავს
დემოკრატიული გზით არჩელი
ხელისუფლება.„ძალიან
უხერხული ფაქტია, რომ
ჰელსინკის კომისია იქცა
„ნაციონალური მოძრაობის“
საარჩევნო კამპანიის
ერთ-ერთ დანაყოფად. და ისიც
ფაქტია, რომ ამ დანაყოფს
არანაირი შედეგი
არჩევნებზე არ ექნება.
ქართველ ხალხს ჰყავს ის
ხელისუფლება, რომელიც
დემოკრატიულად არის
არჩეული და განასახიერებს
ჩვენი საზოგადოების
მოთხოვნებს“, - განაცხადა
რატი
იონათამიშვილმა.ცნობისთვის,
ჰელსინკის კომისია მორიგ
განცხადებას ავრცელებს.
ნათქვამია, რომ ქართველი
ხალხი იმსახურებს
მთავრობას, რომელიც პატივს
სცემს მათ უფლებას, აირჩიონ
თავიანთი ლიდერები
დემოკრატიულად. გარდა
ამისა, ჰელსინკის კომისია
აცხადებს, რომ მთავრობის
ავტორიტარული ტრაექტორია
საფრთხეს უქმნის
საქართველოს დემოკრატიულ
მომავალს და მათი ხალხის
ევროატლანტიკურ
მისწრაფებებს.