საპარლამენტო ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილე
ლევან მაჭავარიანი, გივი
თარგამაძის მკვლელობის
მცდელობის საქმეზე
პროკურატურის მიერ
გასაჯაროებულ ახალ
დეტალებზე საუბრობს.მისი
თქმით, ამ საქმეზე
მსჯავრდებულმა დარჩო
ხეჩუაშვილმა თავად აღიარა,
რომ მოლაპარაკებები
ჰქონდა მიხეილ
სააკაშვილთან და გია
ლორთქიფანიძესთან. ლევან
მაჭავარიანის
განცხადებით, საინტერესოა
ის ფაქტიც თუ რატომ
დაემთხვა დარჩო
ხეჩუაშვილის შემოპარვა
საქართველოში მოახლოებულ
არჩევნებს.„თვითონვე
აღიარა ამ პიროვნებამ, რომ
მოლაპარაკებები ჰქონდა
ბატონ სააკაშვილთან და
ბატონ ლორთქიფანიძესთან,
რომელიც ბატონი
მერაბიშვილის მოადგილე
გახლდათ და დღეს იკავებს
ძალიან მაღალ
თანამდებობას უკრაინის
ძალოვან უწყებებში და მან
დააორგანიზა მიხეილ
სააკაშვილის შემოპარება 2021
წელს. ამ კაცმა პირდაპირ
განაცხადა, რომ მათგან
ჰქონდა მიღებული
მითითებები და დავალებები,
რომ უნდა მეთვალთვალა
თარგამაძისთვისო და კიდევ
უფრო მეტ საინტერესო
რამესაც იტყვის
სავარაუდოდ. სხვათა შორის,
ძალიან უცნაურად დაემთხვა,
რომ შემოიპარა კიდევ
წინასაარჩევნოდ. ჩვენ
ხშირად ვსაუბრობთ იმასთან
დაკავშირებით, რომ ვფლობთ
კონკრეტულ ინფორმაციებს,
რომელიც გამოდის
რადიკალური ოპოზიციის
პარტიების ოფისებიდან“, -
განაცხადა ლევან
მაჭავარიანმა.პროკურატურამ
გივი თარგამაძის
მკვლელობის მცდელობის
საქმეზე ახალი დეტალები
გაასაჯაროვა.აღნიშნული
სისხლის სამართლის საქმის
ფარგლებში გამოიკითხა
მსჯავრდებული დარჩო
ხეჩუაშვილი, რომელმაც
გამოძიებას მნიშვნელოვანი
ინფორმაცია
მიაწოდა.როგორც
მსჯავრდებულის ჩვენებიდან
ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს
ბოლოს დარჩო ხეჩუაშვილი
შეხვდა მისთვის უცნობ პირს
ვინმე „დიმას“ (დიმიტრი),
რომელმაც მას შოთა (მევლუდ)
ჭიჭიაშვილის დანაბარები
გადასცა ჭიჭიაშვილთან
შეხვედრის თაობაზე.
მსჯავრდებულის თქმით, მას
შოთა ჭიჭიაშვილთან
წარსულში ნაცნობობა
აკავშირებდა და
შესაბამისად, აღნიშნულ
შეხვედრას დათანხმდა.შოთა
ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას
მსჯავრდებულს განუცხადა,
რომ იგი ცოტა ხნის წინ
შინაგან საქმეთა
მინისტრის ყოფილ
მოადგილესთან გია
ლორთქიფანიძესთან ერთად,
უკრაინაში საქართველოს
ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ
სააკაშვილს შეხვდა.
ჭიჭიაშვილის თქმით,
სააკაშვილმა შეხვედრაზე
საუბრისას თქვა, რომ არ
ენდობოდა მისი პარტიის
წევრს გივი თარგამაძეს,
რადგან მისი ინფორმაციით,
თარგამაძე 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნების
წინ, იმჟამინდელ
საქართველოს
ხელისუფლებასთან
თანამშრომლობდა და აქედან
გამომდინარე, სააკაშვილმა
ჭიჭიაშვილს გივი
თარგამაძის კონტროლი და
თვალთვალი დაავალა.