ჟურნალისტი და
არასამთავრობო
ორგანიზაცია „ვეძებ“-ის
დამფუძნებელი თამუნა
მუსერიძე სოციალურ ქსელში
ვიდეომიმართვას ავრცელებს
და კიდევ ერთი მოპარულია
ბავშვის ისტორიაზე
საუბრობს.„მინდა, რომ ერთი
ისტორიის შესახებ გიამბოთ,
რომელიც ჩვენო ჯგუფისთვის
ამოუხსნელი „ქეისია“ და
ვერანაირ კვალზე ვერ
გავდივართ. ჩემი მეგობარი
ნატო, სავარაუდოდ 1985 წელს
თბილისის მეორე
სამშობიაროში დაიბადა და
მის მშობლებს უთხრეს, რომ
ნატო გარდაიცვალა.
გაშვილების ისტორია მისმა
ამყვანმა ექიმმა მოუყვა...
ვეძებთ ქალს, რომელმაც 1985
წელს იმშობიარა და უთხრეს,
რომ ბავშვის გვამი დაწვეს“,
- ამბობს თამუნა მუსერიძე
ვიდეოში. ნახეთ ვიდეო
სრულად აქ.