ახლა არის ერთიანობის და
შეტევის დრო, ძალიან მალე
გვექნება ხაშლამის,
საცივის ჭამის, ელარჯის
წელვის და ხორუმის ცეკვის
ხასიათი, – ამის შესახებ
საქართველოს ყოფილმა
პრეზიდენტმა, მიხეილ
სააკაშვილმა დღევანდელ
სასამართლო პროცესზე
კლინიკა „ვივამედიდან“
დისტანციურად ჩართვისას
განაცხადა.სააკაშვილის
თქმით, გადამწყვეტი
ნაბიჯების გადადგმის
დროა.„საქართველოსთვის
ერთი ხელის გაწვდენაზეა
გამარჯვებაც,
თავისუფლებაც, ევროპაც და
კეთილდღეობა თითოეული
ქართველისთვის. მე მინდა,
ვუთხრა ყველას, ეს დრო
ძალიან მალე დადგება,
მართლა გვექნება ხასიათი
ხაშლამის ჭამისაც, საცივის
ჭამისაც, ელარჯის წელვისაც,
ხორუმის ცეკვისაც, მაგრამ
ამას უნდა გამარჯვება და
გამარჯვებას რა სჭირდება?
ჯერ უნდა მოვიდეს ოლიგარქი
და თვითონ დათანხმდეს ამ
ყველაფერზე, ანდა ჩვენ უნდა
მივაკითხოთ და მის
აკვარიუმთან გადავიღოთ
სურათები, მაგრამ
გამარჯვება იქნება.
საქართველოს სჭირდება
ბრძოლა გამარჯვებამდე. რაც
საჭიროა ამ
გამარჯვებისთვის,
ყველაფერი უნდა გაკეთდეს“,
– განაცხადა მიხეილ
სააკაშვილმა.