„ძალიან მადლობელი ვარ ამ საჩუქრისთვის“ - პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა ნაწილმა საპატიმრო უკვე დატოვა

Primetime.ge 3 თვის წინ 19
„ძალიან მადლობელი ვარ ამ საჩუქრისთვის“ - პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა ნაწილმა საპატიმრო უკვე დატოვა
პრეზიდენტმა 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა - ნაწილმა დღეს საპატიმრო უკვე დატოვა. შეწყალების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა გაავრცელა.ტექსტში აღნიშნულია, რომ შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება კი ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.„ვერ გადმოგცემთ იმდენი ემოცია მაქვს. 4 წელი და 4 თვე ვიჯექი, დარჩენილი მქონდა 2.5 თვე. რას ვგრძნობ იმის თქმაც არ შემიძლია ისე ცუდად ვარ ახლა. პირველ რიგში ჩემს შვილებთან ერთად ყოფნას, ბოდიშის მოხდას და მერე გავაგრძელებ ალბათ ცხოვრებას. ყველას უდიდეს მადლობას ვუხდი. ჩვენ, პატიმრებს, ყველა დღეს გვიმსუბუქებს თითოეული თანამშრომელი და ძალიან დიდი მადლობა ყველას გოგოებო“, - განაცხადა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა.მსჯვარდებულებმა საპატიმროში არსებულ ჰუმანურ მიდგომებზე ისაუბრეს და შეწყალებისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს.„4.5 წელი გავატარე ციხეში, ამ პერიოდში ბევრი რამე გავაკეთე აქ, ჩავაბარე, სწავლა დავიწყე და ძალიან ცოტა დამრჩა დასასრულებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, ცოტა მიჭირს ემოციების გამოხატვა იმიტომ, რომ მოულოდნელი იყო და ძალიან მადლობელი ვარ ამ საჩუქრისთვის, მადლობა პრეზიდენტს. ყველა რა თქმა უნდა ელოდება გასვლას და ამიტომ, წახალისება და ჰუმანური მიდგომა პატიმრების მიმართ ძალიან დასაფასებელია ჩემი აზრით“, - აცხადებს მსჯავრდებული.
სრულად წაიკითხეთ სტატია