შემოღებული იქნება
რეგულაციები, რითაც ნიღბით
აქციაში მონაწილეობა
სამართალდარღვევა იქნება,
ამას ექნება პრევენციის
ხასიათი, – ამის შესახებ
პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე გიორგი
კახიანმა განაცხადა.მისი
თქმით, მსგავსი რეგულაცია
ევროპის ბევრ ქვეყანაში
არსებობს.„ბოლო დღეებში
განვითარებულმა
პოლიტიკურმა პროცესებმა
გვაჩვენა, რომ
რეგულაციების შემოღება
არა მხოლოდ მიზანშეწონილი,
არამედ აუცილებელიც არის.
იყო ძალადობრივი
ქმედებები და პარლამენტში
შეჭრის მცდელობები, ეს იმ
ხალხის მიერ ხდებოდა, ვისაც
სახე ნიღბით ჰქონდა
დამალული. გასაგებია, რომ
ამის მიზანია, როცა
დანაშაულს ჩადიხარ,
იდენტიფიცირება არ მოხდეს.
ვინაიდან, ეს საკითხი
აქტუალური გახდა,
სახელმწიფოს რეაგირება
უნდა ჰქონდეს. შემოღებული
იქნება რეგულაციები, რითაც
ნიღბით აქციაში
მონაწილეობა
სამართალდარღვევა იქნება.
ამ ყველაფერს პრევენციის
ხასიათი ექნება. როცა
ადამიანი ნიღბით არის, მას
დიდი ალბათობით
კანონსაწინააღმდეგო
ქმედების ჩადენა უნდა, ისე,
რომ იდენტიფიცირებული არ
იყოს. მსგავსი რეგულაცია
ევროპის ბევრ ქვეყანაში
არსებობს“, – განაცხადა
კახიანმა.