ძალადობა ძალადობას შობს.
ძალადობის ყველა ფორმა
დასაგმობია. პირველივე
ძალადობრივი აქტი
დასაგმობია და მასზე
მკაცრი რეაგირება უნდა
იყოს, – ამის შესახებ
პარლამენტის
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილმა
განაცხადა.ქადაგიშვილის
თქმით, ასეთი ფაქტებისა და
მოვლენების წაყრუება არ
შეიძლება, რა პოლიტიკური
გემოვნებისაც არ უნდა იყო
ადამიანი.„სახელმწიფო
ვალდებულია, ამაზე
შესაბამისი სამართლებრივი
რეაგირება ჰქონდეს. ეს
სამართლებრივი საკითხები
უკვე დაძრულია და ჩვენი
პოლიტიკური ნებაა, რომ
სამართლებრივი შედეგები
დადგეს. რაც შეეხება
ჟურნალისტების მიმართ
ბულინგს, ეს შეიძლება, უფრო
მძიმე ხასიათის შედეგს
ტოვებს ადამიანებზე, რაც
დასაგმობია და არანაკლებ
მიუღებელია, ვიდრე
ფიზიკური ძალადობა“, –
განაცხადა ქადაგიშვილმა.