მმართველ გუნდში ფიქრობენ,
რომ ხელისუფლების
ოპონენტები ყველაფერს
აკეთებენ ქვეყნის უკან
სვლისთვის."ქართულ
ოცნებაში" აცხადებენ, რომ
ოპოზიციას სამოქალაქო
დაპირისპირება სურს, რაც
მათი ქმედებებით
გამოიხატება."ოპოზიციური
ფლანგის ამ რადიკალური
ნაწილის განცხადებები თუ
მოლოდინები, რა თქმა უნდა,
ჩვენთვის ახალი არ არის.
რამდენი წელია უკვე
საზოგადოება მუდმივ
რეჟიმში, პრაქტიკულად
უწყვეტად ხედავს მათ
რადიკალურ დღის წესრიგს,
მცდელობებს არ შევიდნენ
პარლამენტში, პიკეტირება
მოახდინონ, ეკონომიკური
კოლაფსი გამოიწვიონ, გზები
გადაკეტონ და ა.შ. ძალადობა,
პარლამენტის ცეცხლში
გახვევა, პოლიციის დაწვის
მცდელობა, ეს არის
პირდაპირი გზა, ამ
ქვეყანაში სამოქალაქო
დაპირისპირებისა და
ძალადობისკენ, რაც ჩვენ
90-იან წლებში უკვე
გამოვიარეთ. ამიტომ არ
მიკვირს, რომ ამ ადამიანებს
არ აქვთ საზოგადოების
უდიდესი ნაწილის
მხარდაჭერა,"- აცხადებს
პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე ლევან
მახაშვილი.