ოქსფორდის უნივერსიტეტის
კეთილდღეობის კვლევის
ცენტრმა გაეროს მდგრადი
განვითარების
გადაწყვეტილებების
ქსელთან და საერთაშორისო
შემფასებელ კვლევით
ორგანიზაცია გელაპთან
პარტნიორობით მსოფლიო
ბედნიერების 2025 წლის
ანგარიში
გამოაქვეყნა.კვლევის
ფარგლებში, განხორციელდა
მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა
და ტერიტორიაზე ცხოვრების
დონის შეფასების
გაუმჯობესების ისტორიული
ანალიზი ინდექსის
დაარსებიდან
დღემდე.ისტორიული
პროგრესის დასადგენად
მკვლევარებმა საბაზისო
2005-2010 წლების მსოფლიო
გამოკითხვის შედეგები
მიმდინარე 2022-2024 წლების
ანალოგიურ კვლევებს
შეადარეს და ისტორიული
პროგრესის მიხედვით
მსოფლიოს საუკეთესო
ხუთეული
გამოვლინეს.შედეგები
საქართველოსთვის
კეთილსაიმედო აღმოჩნდა.
საქართველო მსოფლიოს
საუკეთესო ხუთეულშია.
ანგარიშში ვკითხულობთ,
„ხუთივე ლიდერი ცენტრალურ
და აღმოსავლეთ ევროპაში
მდებარეობს: სერბეთი,
ბულგარეთი, საქართველო,
ლატვია და რუმინეთი.“ (გვ.
20)მთლიანობაში, მსოფლიო
ბედნიერების ინდექსის
ზოგად რეიტინგში
საქართველო წელს 91-ე
ადგილზეა. ცალკე აღნიშვნის
ღირსია ისიც , რომ
საქართველო მსოფლიოს
საუკეთესო 50 ქვეყანას
შორის მოხვდა ისეთ
საკვანძო მნიშვნელობის ორ
ფაქტორულ კრიტერიუმში,
როგორიცაა თავისუფლება და
კორუფციის
აღქმა.ოქსფორდის
უნივერსიტეტის
კეთილდღეობის კვლევის
ცენტრს ყურდღეობის მიღმა
არც 2012 წლის შემდგომ
განცდილი პროგრესი
დაუტოვებია. ამ
შემთხვევაშიც საქართველო
ლიდერთაგანია. 2012 წლის
შემდეგ ბედნიერების
ინდექსის გაუმჯობესების
მიხედვით საქართველო
მსოფლიოს საუკეთესო
ათეულში მერვე პოზიციაზე
გავიდა.https://data.worldhappiness.report/table https://worldhappiness.report/