21 იანვარს, თურქეთში,
სასტუმროში გაჩენილ
ხანძარს ქართველი
ემიგრანტი ემსხვერპლა.
ლაურა სულიაშვილი
სამთო-სათხილამურო
კურორტზე იმ ოჯახთან ერთად
იმყოფებოდა, სადაც
მუშაობდა.ინფორმაციას
ამის შესახებ შოთო
სიხარულიძე
ავრცელებს.„ახალგაზრდა,
სიცოცხლით სავსე, 58 წლის
ლაურა სულიაშვილი
თურქეთში, სასტუმროში
ხანძრის დროს დაიღუპა. ის
ემიგრაციაში 20 წელი
იმყოფებოდა. 2 შვილი დარჩა“,
- ამბობს სიხარულიძე.როგორც
„პრაიმტაიმს“ საგარეო
საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს, ცხედარი
საქართველოში უკვე
ჩამოასვენეს.თურქეთის
სამთო-სათხილამურო
კურორტზე, სასტუმროში
ხანძრის შედეგად
დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე
გაიზარდა, დაშავებულია 51
ადამიანი.22 იანვარი
თურქეთში გლოვის დღედ
გამოცხადდა.შემთხვევა
თურქეთში არდადეგების
პერიოდს დაემთხვა, რა
დროსაც სამთო კურორტს
ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა.
ინციდენტის დროს
სასტუმროში 234 სტუმარი
იმყოფებოდა.