ცნობილია, კიდევ რამდენი ხნით მოუწევს უქმოობა ტრავმირებულ ნეიმარს

News.ge 10 თვის წინ 143
ცნობილია, კიდევ რამდენი ხნით მოუწევს უქმოობა ტრავმირებულ ნეიმარს

“ალ ჰილალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუსმა განაცხადა, რომ გუნდის ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს ტრავმის მოსარჩენად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.
პორტუგალიელის თქმით, 32 წლის ფეხბურთელის მუხლი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას კუნთის პრობლემა აქვს, რადგან დიდი ხანია არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო დაახლოებით 1 წლის განმავლობაში უქმოობდა. მან 4 ნოემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე “ესტაგლალთან” 30 წუთი ითამაშა, მაგრამ ტრავმის გამო შეცვალეს.

სრულად წაიკითხეთ სტატია