ცნობილია დაასვენებს თუ არა ენრიკე კვარაცხელიას მომდევნო მატჩში

Pnews 3 კვირის წინ 41
ცნობილია დაასვენებს თუ არა ენრიკე კვარაცხელიას მომდევნო მატჩში

„ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე პსჟ-ს ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი – 17 მაისს ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერს“ უმასპინძლებს, 24 მაისს კი საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ დაუპირისპირდება და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ რამდენიმე ფეხბურთელი ხანმოკლე შვებულებაში გაუშვა.

„პარიზიენის“ ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა ჩათვალა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა, მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ფაბიან რუისი ამ სეზონში ყველაზე მეტად დაიტვირთენ, ერთი კვირით ვარჯიშებისგან გაათავისუფლა და მათ შეუძლიათ დაისვენონ. ისინი “მონპელიესთან” შეხვედრის განაცხადშიც არ იყვნენ.

ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, ისევე როგორც ჩემპიონატის გასულ ორ ტურში, ლუის ენრიკემ არ ათამაშოს.

წყარო : Sportall.ge

The post ცნობილია დაასვენებს თუ არა ენრიკე კვარაცხელიას მომდევნო მატჩში appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია