ცნობილი მწერალი გარდაიცვალა

Primetime.ge 1 დღე წინ 15
ცნობილი მწერალი გარდაიცვალა
ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, მწერალი პერუს დედაქალაქ ლიმაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.იურისტი, ვარგასის ოჯახის მეგობარი, ენრიკე გერსი მწერლის უკანასკნელ დაბადების დღეს იხსენებს, რომელიც მან 28 მარტს აღნიშნა. „მან ის დღე მხიარულად გაატარა; მისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში. მან ნამცხვარი ჭამა. იმ დღეს ჩვენ ვიმხიარულეთ და ვხუმრობდით, ვამბობდით, რომ მას კიდევ 89 წელი დარჩა. მან გრძელი, ნაყოფიერი და თავისუფალი ცხოვრება განვლო“, - აღნიშნა გერსიმ.მარიო ვარგას ლიოსა 1936 წლის 28 მარტს ქალაქ არეკიპაში დაიბადა. მან განათლება ჯერ ლიმაში, ხოლო შემდეგ ესპანეთში მიიღო. ვარგასი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფრანგეთშიც ცხოვრობდა. ვარგასმა პირველი რომანების წერა 1950-იან წლებში დაიწყო.ვარგასის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი „საუბარი კათედრალში“. 2010 წელს ვარგასს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. მაშინ მას „ღვთისგან ბოძებული ნიჭის მქონე მთხრობელი“ უწოდეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია