ცნობილი გახდა, ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი “რეალთან”

News.ge 2 დღის წინ 6
ცნობილი გახდა, ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი “რეალთან”

3 იანვარს, ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში „ვალენსია“ „რეალს“ უმასპინძლებს და Plazadeportiva-ს ცნობით, მასპინძლებს ისევ ვერ დაეხმარება მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
გამოცემა იტყობინება, რომ მამარდაშვილი ტრავმის შემდეგ ჯერ მწყობრში ვერ ჩადგა და მის ნაცვლად კვლავ სტოლე დიმიტრიევსკი ითამაშებს, „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი იქნება: დიმიტრიევსკი, ფულკიე, მოსკერა, ტარეგა, რიოხა, ბარენეჩეა, გერა, ლოპესი, კანოსი, ალმეიდა, დურო.
გუნდის ახალმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მუშაობას ხუთი დღეა შეუდგა, ამ მოკლე პერიოდში რაიმეს გამოსწორება რთულია, გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას და ფეხბურთელების იმედი აქვს, აგრეთვე გულშემატკივრების
მხარდაჭერის.
„ვალენსიას“ ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებია და 12 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა.

სრულად წაიკითხეთ სტატია