
სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა:
გაურკვეველი ნომერი რეკავს, იმდენად უცნაური რომ მგონია მორიგ სასამართლოზე მიბარებენ და უცებ: – ჯანო ვარ არჩაია, თქვენი წერილი მივიღე ზუგდიდიდან და ისე გამიხარდა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მადლობის სათქმელად გირეკავთ, გამხნევდით და წერილსაც მოგწერთ ყველას.
შეიძლება სუბიექტურობის გამოც, მაგრამ ხმა ჰქონდა სასიამოვნო, რბილი და მისი სიცილის გაგონებაზე, სასამართლოდან მომღიმარი ჯანო არჩაიას კადრები მიდგებოდა თვალწინ. ციხიდან რომ გვამხნევებს ეს ხალხი, მაგაზე დიდი საცოდაობა გარეთ დარჩენილებს არ ვიცი რა შეიძლება გვჭირდეს.