ფოტორეპორტიორმა, ირაკლი
გედენიძემ პარლამენტის
„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელ დროებით
საგამოძიებო კომისიაზე“
გაიხსენა სატელეფონო ზარი
ირმა ნადირაშვილის,
რომელიც 2010-2012 წლებში
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის უფროსის
მოადგილე იყო.ირაკლი
გედენიძის თქმით, ირმა
ნადირაშვილმა 26 მაისის
ფოტოების შესახებ
წამოაძახა იმ დროს, როცა
აღარ ეგონა, რომ კვლავ
კავშირზე იყო და ამას
გედენიძე
ისმენდა.„გავიხსენებ ირმა
ნადირაშვილთან ერთ ზარს.
ვახსენე, ინტერვიუ
გადავიღე-მეთქი. ფოტოები
ხომ უნდოდათ, რომლებიც უკვე
წაღებული ჰქონდათ.
აპარატში იყო ჩიპი, რომელიც
დალუქული იყო. იმ ხალხმა
მოითხოვა გამოცემიდან
ფოტოები. ციხიდან
გამოშვების შემდეგ
მირეკავს, ფოტოები
მოგვაწოდეო. ვუთხარი მე არ
მაქვს აპარატურა, ისევ იქ
არის და თქვენ უნდა
მიმართოთ, თქვენი
აპარატურაა. ავუხსენი,
ნორმალურად ვისაუბრეთ, არც
აგრესიულად. ვუთხარი, ჩემს
ოთახში ჩემი ნივთებიც არის
და თუ რამე დარჩა
აპარატურა, იმასაც
გთხოვთ-მეთქი. დაგიბრუნო
არა, ისა, სად დაეთრეოდი, რა
გეგონაო – არ ეგონა, თუ
კიდევ ხაზზე იყო ჩემთან. 26
მაისი წამომაძახა ისე, რომ
არ იცოდა, ამას ვისმენდი თუ
– არა“, – განაცხადა ირაკლი
გედენიძემ.