ციგანკოვის შემცვლელმაც ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

News.ge 1 თვე წინ 46
ციგანკოვის შემცვლელმაც ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

ტრავმირებული ვიკტორ ციგანკოვის ნაცვლად სარეზერვო შემადგენლობიდან გამოძახებული ს “დინამოს” ნახევარმცველი ვიტალი ბიუალსკიც დაშავდა და უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან და ალბანეთთან ერთა ლიგის მატჩებში ვერ დაეხმარება.
“დინამოს” კაპიტანმა კუნთის ტრავმა მიიღო და უცნობია რამდენი ხანი მოუწევს უქმობა.
ოჯახური მდგომარეობის გამო უკრაინის ეროვნულ გუნდში ვერ გამოცხადდება “რეალის” მეკარე ანდრეი ლუნინი, რომელსაც დმიტრი რიზნიკი (შახტარი) შეცვლის. თუმცა, უკრაინელთა ძირითადი მეკარე ანატოლი ტრუბინია (ბენფიკა) და ლუნინის გამოკლების გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

სრულად წაიკითხეთ სტატია