პარლამენტის მიერ ცესკო-ს
ვაკანტურ თანამდებობაზე
წარდგენილი პირების
ასარჩევად სამ
მეხუთედიანი კვორუმით
კენჭისყრის ჩატარება
საჭირო აღარ იქნება.
შესაბამისი ცვლილებები
პარლამენტის რეგლამენტში
შედის.ცვლილებების
მიხედვით, ცესკო-ს წევრის
არჩევისას არჩეულად ის
კანდიდატი ჩაითვლება,
რომელსაც მხარს
პარლამენტის სრული
შემადგენლობის
უმრავლესობა დაუჭერს.
კანონპროექტის
განმარტებით ბარათში
აღნიშნულია, რომ
კონსტიტუციური
პრინციპიდან გამომდინარე,
საქართველოს პარლამენტი
სრული შემადგენლობის
უმრავლესობით წყვეტს ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებს,
როგორებიცაა, პარლამენტის
რეგლამენტის ცვლილება,
პარლამენტის თავმჯდომარის
არჩევა და სხვა.„გარდა
ამისა, პარლამენტი სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით ახორციელებს
საერთაშორისო
ხელშეკრულებების
რატიფიცირებას,
დენონსირებასა და
გაუქმებას. გონივრულია
აღნიშნული კონსტიტუციური
პრინციპი ცესკო-ს წევრის
არჩევის წესზეც
გავრცელდეს“,- აღნიშნულია
განმარტებით
ბარათში.პროექტის
მიხედვით, პარლამენტის
მიერ საჯარო
გადაწყვეტილებათა მიღების
პროცესში არასამთავრობო
ორგანიზაციათა
მონაწილეობა სავალდებულო
აღარ იქნება. მათ შორის
ისეთი საკითხების
გადაწყვეტისას, როგორიცაა
საპროკურორო საბჭოს
წევრების, საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიის
წევრობის კანდიდატების,
ასევე ცესკო-ს წევრების
არჩევა