საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში მომზადებული
ცვლილებებით, რამდენიმე
კომიტეტს სახელწოდება
ეცვლება.დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა
კომიტეტი იქნება
დიასპორის კომიტეტი,
თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტი − თავდაცვისა და
უსაფრთხოების კომიტეტი,
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტი − რეგიონული
პოლიტიკის კომიტეტი,
დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი − ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი,
აგრარულ საკითხთა
კომიტეტი – სოფლის
მეურნეობის კომიტეტი, ხოლო
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი −
საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი.რეგლამენტის
პროექტის ფარგლებში
საპარლამენტო
საქმიანობასთან
დაკავშირებული მთელი რიგი
საკითხები ახლებურად
წესრიგდება.ახალი
რეგლამენტის ამოქმედება 2025
წლის პირველი ივლისიდან
იგეგმება