გაგაცნობთ, სიახლეს,
რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან
ამოქმედდება. ინფორმაციას
შსს მომსახურების
სააგენტო
ავრცელებს:„საგზაო
მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონში
განხორციელებული
ცვლილებების შესაბამისად,
2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE
კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული
ნაწილი ორეტაპიანი
ხდება.ცვლილების მიხედვით,
პრაქტიკული გამოცდის
პირველი ეტაპს კანდიდატი
დახურულ მოედანზე
ჩააბარებს, ხოლო გამოცდის
მეორე ეტაპი რეალური
საგზაო მოძრაობის
პირობებში, საქართველოს
შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით
დამტკიცებული საგამოცდო
მარშრუტების შესაბამისად
ჩატარდება.მძღოლობის
კანდიდატს უფლება აქვს
პრაქტიკული გამოცდის
მეორე ეტაპზე გავიდეს
პირველი ეტაპის
წარმატებით ჩაბარებიდან 365
კალენდარული დღის
განმავლობაში.365 დღიანი
ვადის ამოწურვის
შემთხვევაში, პრაქტიკული
გამოცდის პირველ ეტაპზე
მიღებული
დამაკმაყოფილებელი შედეგი
კარგავს იურიდიულ
ძალას.აღნიშნული
კატეგორიების/ქვეკატეგორიების
მართვის უფლების მიღების
მსურველები პრაქტიკული
გამოცდის ჩაბარებას
მომსახურების სააგენტოს
რუსთავის და ქუთაისის
სტრუქტურულ ერთეულებში
შეძლებენ.პრაქტიკული
გამოცდის მეორე ეტაპის
გამოცდაზე გასასვლელად
სავალდებულოა რიგის
დაჯავშნა, რაც
შესაძლებელია:უშუალოდ,
სააგენტოს შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულში
გამოცხადებით;ვებგვერდის
მეშვეობით;მობილური
აპლიკაციის საშუალებით.