კენჭისყრის დღესთან
დაკავშირებით, ამ ეტაპზე
წარმოდგენილია 606 საჩივარი
და მათი უმეტესობა შეეხება
სწორედ პროცედურულ
დარღვევებს, ისეთი, როგორიც
არის დისციპლინური
გადაცდომები, - განაცხადა
„დღის ქრონიკაში“
ჩართვისას ცესკოს
იურიდიული დეპარტამენტის
უფროსმა, გიორგი
სანტურიანმა.მისივე თქმით,
დარღვევებთან
დაკავშირებით საჩივრების
წარდგენა შესაძლებელია 29
ოქტომბრის ჩათვლით. საოლქო
საარჩევნო კომისიებს 4 დღის
განმავლობაში ექნებათ
შესაძლებლობა, მიიღონ
შესაბამისი
გადაწყვეტილება.„ცალსახაა
ის, რომ 26 ოქტომბერს
წარმოდგენილი საჩივრების
აბსოლუტური უმრავლესობა
შეეხებოდა მხოლოდ
პროცედურულ დარღვევებს და
შედეგებზე გავლენას ვერ
იქონიებს“, - აღნიშნა
სანტურიანმა.მისივე თქმით,
საჩივრები წინასაარჩევნო
პერიოდში არსებულ
დარღვევებზეც შევიდა.
კერძოდ, წინასაარჩევნო
აგიტაციასა და
ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენებაზე. ასეთი იყო 112
საჩივარი, მათგან
უმეტესობა უკვე
განხილულია და 34 საჩივრის
განხილვა სრულდება.