ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი

Primetime.ge 2 თვის წინ 70
ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარეთა შეთანხმება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის (ეთიკის) კოდექსით განსაზღვრულ დებულებებზე. მისი თქმით, დოკუმენტი კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ხელს უწყობს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას.ქცევის (ეთიკის) კოდექსზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ ურყევ ნებას იხელმძღვანელონ პოლიტიკური ინტერესებისგან გამიჯვნის და საჯარო ინტერესების უზენაესობის პრინციპით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის პრინციპით კეთილსინდისიერად აღასრულონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, იმოქმედონ პროფესიული ცოდნის, გამოცდილების შესაბამისად და საკუთარი ქცევით უზრუნველყონ მაღალი ეთიკური პრინციპების დემონსტრირება და დაცვა.ქცევის (ეთიკის) კოდექსზე ხელის მოწერის შესაძლებლობა აქვთ იმ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებს წარმომადგენლებს, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად არიან ცესკოში რეგისტრირებულნი. თუმცა დოკუმენტებზე ხელმოწერა ღიაა და რეგისტრაციის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ ყველა მსურველს ექნება საშუალება შეუერთდეს მას.
სრულად წაიკითხეთ სტატია