ცესკო-ს დღევანდელ
სხდომაზე 2024 წლის 26
ოქტომბრის არჩევნების
შედეგების შემაჯამებელი
ოქმი და მონაცემები
წარადგინეს.ცესკო-ს
შემაჯამებელი ოქმი
სხდომაზე კომისიის
მდივანმა, გიორგი
ჯავახიშვილმა
წარადგინა.„წარმოგიდგენთ
საქართველოს პარლამენტის
2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნების შედეგების
შემაჯამებელ ოქმს და მის
მონაცემებს. ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობა იყო 3 508 294.
არჩევნებში მონაწილე
ამომრჩეველთა რაოდენობა
იყო 2 111 834. ბათილად მიჩნეული
საარჩევნო ბიულეტენთა
რაოდენობა იყო 34 974. ერთ-ერთი
უბანი მარნეულის ოლქში, 69-ე
უბანი, სადაც ამომრჩეველთა
რაოდენობა იყო 1 643,
კანონმდებლობის
შესაბამისად, იქ იყო
გაბათილებული შედეგები.
ახლა წარმოგიდგენთ
სუბიექტებს და
სუბიექტების მიხედვით,
მანდატების
განაწილებასთან
დაკავშირებით
ინფორმაციას. „კოალიცია
ცვლილებებისთვის“ –
გვარამია, მელია, „გირჩი“,
„დროა“ – 229 161 ხმა მიიღო და
11.03%, მანდატების რაოდენობაა
19; „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%,
მანდატების რაოდენობა 16;
„ძლიერი საქართველო ლელო
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის“ – 182 922
ხმა, 8.81%, მანდატების
რაოდენობა 14; „გახარია
საქართველოსთვის“ – 161 521
ხმა, 7.78%, მანდატების
რაოდენობა 12; „ქართული
ოცნება“ – 1 120 053 ხმა, 53.93%,
მანდატების რაოდენობა 89“, –
განაცხადა ჯავახიშვილმა.