ცენტრალური საარჩევნო
კომისია პარტიული სიების
გაუქმებასთან
დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს. როგორც
განცხადებაშია ნათქვამი,
ცესკომ სამი ოპოზიციური
გაერთიანების მოთხოვნა
დააკმაყოფილა და მათ მიერ
წარდგენილი საარჩევნო
სიები გააუქმა.„საარჩევნო
ადმინისტრაციამ
რეგისტრაცია გაუუქმა
პოლიტიკური
გაერთიანებების
-„კოალიცია ცვლილებისთვის
გვარამია მელია გირჩი
დროას“,
„ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობის“ და „ძლიერი
საქართველო-ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის“
პარტიული სიით წარდგენილ
დარჩენილ კანდიდატებს.
გადაწყვეტილება ცესკომ
აღნიშნული პარტიების
მომართვის საფუძველზე
კანონმდებლობის
შესაბამისად მიიღო.თუმცა
აქვე გვინდა
გამოვეხმაუროთ აღნიშნული
პოლიტიკური სუბიექტების
განცხადებებს სიების
გაუქმებასთან
დაკავშირებით და
განვაცხადოთ, რომ უწყების
გადაწყვეტილება სიების
გაუქმებასთან
დაკავშირებით არ ნიშნავს,
რომ საარჩევნო
ადმინისტრაცია იზიარებს
პარტიების შეფასებებს
არჩევნებთან
დაკავშირებით. აღნიშნული
გადაწყვეტილებების
მიღებისას საარჩევნო
ადმინისტრაციამ
იხელმძღვანელა მხოლოდ და
მხოლოდ საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობით. ცესკო არ
იზიარებს პოლიტიკური
პარტიების მიერ სიების
გაუქმებასთან
დაკავშირებით გამოგზავნილ
წერილებში გამოთქმულ
პოლიტიკური ხასიათის და
უსაფუძვლო შეფასებებს
საქართველოს პარლამენტის
2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნებისა და აღნიშნული
არჩევნების შედეგების
შემაჯამებელი ოქმის
შესახებ. ვთვლით, რომ
აღნიშნული შეფასებები
პოლიტიკური დღის
წესრიგიდან
გამომდინარეობს და არ
ასახავს რეალობას.ცესკო
ხაზგასმით აცხადებს, რომ
საქართველოს პარლამენტის
2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნები ჩატარდა
საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებული
პრინციპების სრული დაცვით
და ცესკოს მიერ შედგენილი
იქნა კანონშესაბამისი
არჩევნების შედეგების
შემაჯამებელი
ოქმი.პარტიული სიების
გაუქმების შესახებ ცესკოს
თავმჯდომარის
განკარგულებები და
წერილები გაეგზავნებათ
შესაბამის პოლიტიკურ
გაერთიანებებს“, -
ნათქვამია განცხადებაში.