„ცდილობს იმ ფულის მიღებას, რომელსაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ არის სანქცირებული“ - თეონა აქუბარდია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილზე

Primetime.ge 3 თვის წინ 7
„ცდილობს იმ ფულის მიღებას, რომელსაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ არის სანქცირებული“ - თეონა აქუბარდია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილზე
"ცდილობს იმ ფულის მიღებას, რომელსაც ის ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ ის არის სანქცირებული და დამატებითი სანქციები მას ელოდება დიდი ბრიტანეთისგან," - ეს განცხადება პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილთან დაკავშირებით გააკეთა.მისივე თქმით, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკაა "საკუთარი ფულის გადასარჩენად.""ერთადერთი, რაც ვნახე აქ, არის ის, რომ არ არის საქმე დაწყებული და ეს იყო არგუმენტი. ცდილობს იმ ფულის მიღებას, რომელსაც ის ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ ის არის სანქცირებული და დამატებითი სანქციები მას ელოდება დიდი ბრიტანეთისგან. სხვა დანარჩენი არის მისი ტაქტიკა საკუთარი ფულის გადასარჩენად, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ ფულსაც დაკარგავს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით."
სრულად წაიკითხეთ სტატია