საპარლამენტო ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე ირაკლი
კირცხალია შალვა
პაპუაშვილის იმ
განცხადებას გამოეხმაურა,
რომელიც გარე ძალებისგან
მართულ ადამიანებსა და
არასამთავრობოებს
ეხებოდა.„ისეთი წამოცდენა
ჰქონიათ და არა მხოლოდ
წამოცდენა, რომ ისინი
ცდილობდნენ ახალი
ქართველის შექმნას - ისეთი
ქართველის შექმნას,
რომლისთვისაც არც
სამშობლო, არც
ღირებულებები, არანაირი
ფასეულობა არ იქნებოდა
მნიშვნელოვანი, რაც მათ
იდენტობას, ეროვნულობასა
და მათ ისტორიას გაუსვამდა
ხაზს“, - განაცხადა
კირცხალიამ.პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა დღეს
გამართულ ბრიფინგზე იმ
ადამიანებსა და
არასამთავრობოებზე
ისაუბრა, რომლებიც მხოლოდ
გარე ძალების დავალებებს
ასრულებენ.„პრობლემა არის
ის, რომ ჩვენ გვყავს კასტა
ადამიანებისა, რომელიც
მოწყდა თავის სამშობლოს,
სიტყვა სამშობლოსაც კი არ
აღიარებენ და არიან
გარკვეული ლიბერალური
ინტერნაციონალის ნაწილი, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა.