მონიტორინგის კომიტეტის
მიერ შემუშავებულ
დოკუმენტის პროექტში
ასახულია აბსოლუტურად
სიცრუე და არარეალობა
იმასთან მიმართებით, რაც
დაკავშირებულია
არჩევნებთან და შემდგომში
განვითარებულ
მოვლენებთან, - ამის
შესახებ "ქართული ოცნების"
წევრმა, გივი მიქანაძემ
განაცხადა.მიქანაძის
თქმით, პოლიტიკურად
ანგაჟირებული კონკრეტული
ძალები ცდილობენ, ფეხქვეშ
გათელონ ის მთავარი
ღირებულებები, რომლითაც
საპარლამენტო ასამბლეა
ყოველთვის
გამოირჩეოდა."კიდევ ერთხელ
იკვეთება კონკრეტული
ძალების მიზანმიმართული
პოლიტიკა, მათ გამოაცხადონ,
რომ საქართველოში
ჩატარებული არჩევნები და
მიღებული შედეგები
მიუღებელია იქიდან
გამომდინარე, რომ მათთვის
სასურველი შედეგი არ დადგა
და საქართველოს
მოსახლეობის უდიდესმა
ნაწილმა მხარი დაუჭირა
მმართველ გუნდს. ამ
მოცემულობიდან
გამომდინარე, მათ
შეიმუშავეს პროექტი,
რომელშიც ასახეს სრული
აბსურდი, რომელიც ეხება,
პირველ რიგში,
უპატივცემულობის და ამის
აშკარა გამოხატულებას
ჩვენი მოქალაქეების,
ამომრჩევლის მიმართ. მათ
ჩაწერეს, რომ აპრილამდე
უნდა განისაზღვროს
კონკრეტული ვადა, როდის
ჩატარდება მორიგი
არჩევნები. ყველა
შეხვედრაზე, ყველა
საკომიტეტო მოსმენაზე თუ
პლენარულ სხდომაზე
ცალსახად დავაფიქსირეთ
პოზიცია, რომელიც არის,
პირველ რიგში,
პასუხისმგებლობა ჩვენი
ქვეყნის და ჩვენი
საზოგადოების წინაშე, რომ
2028 წლამდე საქართველოში
არანაირი საპარლამენტო
არჩევნები არ ჩატარდება.
ასევე, მათ დამატება
გააკეთეს ე.წ.
პოლიტპატიმრების
გათავისუფლებასთან
დაკავშირებით აპრილის
სხდომამდე, რაც ასევე
აბსურდულია. კონკრეტული
სისხლის სამართლებრივი
საქმე აღძრულია,
რამდენადაც ვიცი, 27 პირთან
მიმართებით, ეს პროცესები
დაკავშირებულია კონკრეტულ
დანაშაულებრივ
ქმედებებთან, რასთან
მიმართებითაც
მიმდინარეობს გამოძიება.
ნებისმიერი პირი, იქნება ეს
ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის
გარეთ, ვალდებულია, პატივი
სცეს სამართალდამცავი
ორგანოების საქმიანობას,
ქვეყანაში კანონის
უზენაესობას. ამიტომ,
არანაირი პოლიტპატიმრები
საქართველოში არ არიან და
ეს ჩანაწერიც კიდევ ერთხელ
მიუთითებს დოკუმენტის
აბსურდულობაზე. ამის
საპირისპიროდ, ჩვენმა
დელეგაციამ უცხოელი
დეპუტატების მხარდაჭერით
გუშინ წარადგინა სამი
ცვლილება კონკრეტულ
დოკუმენტში, რომლის
მიხედვითაც, ჩვენ
სამართლიანად ვითხოვთ,
ყოველგვარი დათქმების
გარეშე საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის
უფლებამოსილების ცნობას," -
აღნიშნა გივი მიქანაძემ.