2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში
საგუშაგოს გახსნის
შედეგად განვითარებული
მოვლენები განიხილება,
ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა
ხარაზიშვილმა
ისაუბრა.თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, თენგიზ
შარმანაშვილმა, ელგუჯა
ხარაზიშვილს, კითხვით
მიმართა, თუ რა დანიშნულება
აქვს აღნიშნულ საგუშაგოს
და უზრუნველყოფს თუ არა
უსაფრთხოებას, ან
უსაფრთხოების
პრევენციას.რაზეც ელგუჯა
ხარაზიშვილმა უპასუხა, რომ
ჩორჩანას საგუშაგოს
არანაირი დანიშნულება არ
აქვს.„ქართულ საგუშაგოს
არანაირი დანიშნულება არ
აქვს“, - განაცხადა ელგუჯა
ხარაზიშვილმა.