ჩორჩანას ეპიზოდთან
დაკავშირებით, დღეს
გენერალურ პროკურატურაში
გამოკითხვაზე ალექსანდრე
ტაბატაძე და კახა
კახიშვილი არიან
დაბარებული.მთავარ
საგამოძიებო სტრუქტურაში
ალექსანდრე ტაბატაძე დღეს,
13:00 საათზე, კახა კახიშვილი
კი 18:00 საათზე
მივლენ.ალექსანდრე
ტაბატაძე ჩორჩანას
ეპიზოდის დროს, 2019 წლის
აგვისტოს მდგომარეობით
სახელმწიფო უსფრთხოების
სამსახურის უფროსის
მოადგილის პოზიციას
იკავებდა, ხოლო კახა
კახიშვილი მთავრობის
ადმინისტრაციის
უფროსის.საქართველოს
პროკურატურაში
მიმდინარეობს გამოძიება
საბოტაჟის, დამამძიმებელ
გარემოებაში საბოტაჟის
მცდელობის, უცხოეთის
ორგანიზაციისათვის და
უცხოეთის კონტროლს
დაქვემდებარებული
ორგანიზაციისათვის მტრულ
საქმიანობაში დახმარების
და საქართველოს
კონსტიტუციური წყობილების
და ეროვნული უშიშროების
საფუძვლების წინააღმდეგ
მიმართული
საქმიანობისთვის
ფინანსების მობილიზების
ფაქტზე, საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის 318-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 19, 318-ე
მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე
და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტით.როგორც
პროკურატურაში
განმარტავენ, მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში
სხვა საკითხებთან ერთად
შესწავლის საგანს
წარმოადგენს 2019 წლის 24
აგვისტოს სოფელ
ჩორჩანასთან საოკუპაციო
ხაზის გასწვრივ
საქართველოს შინაგან
საქმეთა ყოფილი მინისტრის,
გიორგი გახარიას მიერ
განხორციელებული
ქმედება.მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში
მოწმის სახით დაბარებულ
იყო ვახტანგ გომელაური,
რომელიც 2019 წლის აგვისტოს
მდგომარეობით იკავებდა
საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის
პოზიციას.„საზოგადოებას
შევახსენებთ, რომ ჩორჩანას
საგუშაგოსთან
დაკავშირებული საეჭვო
გარემოებების შესწავლა
ასევე მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის ფორმატში, სადაც
განმარტების მისაცემად
იმყოფებოდა საქართველოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია“, -
აცხადებენ პროკურატურაში.