ჩინური ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწრაფად მზარდია – Best Western Premier Batumi

News.ge 4 დღის წინ 11
ჩინური ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწრაფად მზარდია – Best Western Premier Batumi

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Best Western Premier Batumi-ს წარმომადგენელი თამარ მაზიაშვილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის, იმიტომ რომ სწრაფად მზარდი ბაზარია. ჩვენი ქვეყნისადმი თანდათანობით ჩინელების დაინტერესება ძალიან იზრდება, რაც რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს. კარგი იქნება თუ გაიზრდება ავიარეისების რაოდენობა“, – აცხადებს თამარ მაზიაშვილი.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია