„ჩინეთის მიმართულება გააქტიურდა, თუმცა ავიაბილეთების ფასები საკმაოდ მაღალია და ტურის ღირებულებას, 5000-დან 7000 ლარის ფარგლებში მერყეობს“ – Travel To Georgia

News.ge 20 საათი წინ 2
„ჩინეთის მიმართულება გააქტიურდა, თუმცა ავიაბილეთების ფასები საკმაოდ მაღალია და ტურის ღირებულებას, 5000-დან 7000 ლარის ფარგლებში მერყეობს“ – Travel To Georgia

„ჩინეთის მიმართულება გააქტიურდა, თუმცა ავიაბილეთების ფასები საკმაოდ მაღალია და ტურის ღირებულებას, 5000-დან 7000 ლარის ფარგლებში მერყეობს“ – Travel To Georgia
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.
უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის ბოლო საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების ტურისტულმა ვიზიტებმა ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა. კერძოდ, გასულ წელს ჩინეთიდან საქართველოში 88 ათასზე მეტი ვიზიტი დაფიქსირდა.
რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 13 875 ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 40%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
იმ ფონზე, რომ საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ჩინეთში ტურებზე.
ჩვენთან საუბარისას „ამბასადორ თრეველის“ დირექტორმა სალომე თოთიბაძე აღნიშნავს, რომ ჩინეთის მიმართულებით მოთხოვნა გააქტიურებულია.
„ჩინეთის მიმართულება აშკარად გააქტიურდა, რაც ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება უვიზო რეჟიმს. მოთხოვნა იზრდება, თუმცა საგულისხმოა, რომ ავიაბილეთების ფასები საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ამისა, ტურ-პაკეტების გონივრულად ფორმირებისას შესაძლებელია ეკონომიური ვარიანტების შეთავაზება მგზავრისთვის“, – აცხადებს სალომე თოთიბაძე.
ამავე დროს, Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ მისი კომპანიის შემთხვევაში ჩინეთის მიმართულებაზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ გაზრდილა.
მოთხოვნის დინამიკის კუთხით ზრდის ტემპის ნაკლებობას რესპონდენტი უკავშირებს ჩინეთის მიმართულებით ფასების სიძვირეს. კერძოდ, მისი თქმით, ჩინეთში ტურების ფასი 5000-დან 7000 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩინეთის მიმართულებით მოთხოვნა არ არის გაზრდილი. საკმაოდ ძვირია ჩინეთის ტურები და ჩვენს მგზავრებს ურჩევნიათ, რომ იმავე ფასში ევროპაში 3-4 დღე იმოგზაურონ, ვიდრე ერთ ავიაბილეთში გადაიხადონ დიდი თანხა და წავიდნენ ჩინეთში.
თუ ფასების მიმართულებით რაიმე ცვლილება იქნება, ალბათ, არ დააყოვნებს ინტერესი ჩინეთის ტურისტული მიმართულების კუთხით. რაც შეეხება ტურის ღირებულებას, 5000-დან 7000 ლარის ფარგლებში მერყეობს ფასი ჩინეთის მიმართულებით“, – აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.
www.bpn.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია