
ჩინეთი ხანდაზმულთა დასახმარებლად რობოტებს გამოიყენებს
ჩინეთის ხელისუფლებამ დაიწყო საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც ხანდაზმულთა მოვლის სისტემაში რობოტების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ იტყობინება South China Morning Post, ქვეყნის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და სამოქალაქო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ შეტყობინებაზე დაყრდნობით.
მთავარი მიზანია იმის შემოწმება, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს ხანდაზმულთა მოვლის ხელშეწყობა, ოჯახებისთვის ტვირთის შემცირება და პერსონალის დეფიციტის კომპენსირება.
დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ საუბარია სამ სფეროზე: მხარდაჭერა სახლში, საზოგადოებასა და სპეციალიზებულ დაწესებულებებში.
პროგრამა მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებას და ემოციურ მხარდაჭერას.