ჩინეთი ამერიკული Boeing-ების შეძენას აჩერებს

News.ge 1 დღე წინ 22
ჩინეთი ამერიკული Boeing-ების შეძენას აჩერებს

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩინური ავიაკომპანიები ამერიკული საავიაციო გიგანტის, Boeing-ის თვითმფრინავებს აღარ შეიძენენ. ამის შესახებ france24 იუწყება.

ასევე პეკინმა ავიაგადამზიდავებს ამერიკული კომპანიებისგან საავიაციო მოწყობილობების და დეტალების შეძენა აუკრძალა.

-სა და ჩინეთს შორის მარტის ბოლოდან სატარიფო ომი მიმდინარეობს. ამჟამად ჩინურ პროდუქციაზე აშშ-ში 145%-იანი საბაჟო გადასახადია დაწესებული.

ამის საპასუხოდ ჩინეთმა ამერიკულ პროდუქციას 125%-იანი ტარიფი დაუწესა. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას პეკინმა „უკანონო დაშინება“ უწოდა. ამასთანავე, ჩინეთში აცხადებენ, რომ საბაჟო ტარიფების კიდევ უფრო გაზრდას არ აპირებენ, რადგანაც ამას „აზრი არ აქვს“.

სრულად წაიკითხეთ სტატია