„ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის“ პოლიტიკური
მდივანი, გიორგი ბარამიძე
"ღამის კურიერის" ეთერში
საქართველოს ჩინეთთან
სავაჭრო ურთიერთობებზე
საუბრობს და აცხადებს, რომ
ჩინეთთან ურთიერთობები
ქვეყნისთვის
მნიშვნელოვანია, თუმცა არა
აშშ-სთან ურთიერთობების
დალაგების
ხარჯზე.„ჩინეთთან ვაჭრობა
არ გვქონდეს და ურთიერთობა
არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?! -
[უბრალოდ] ღიად მოხდა
ამერიკის გაგდება და
ჩინეთის მოყვანა, თორემ
ჩინეთის ხელისუფლებასთან
სავაჭრო ურთიერთობა
საქართველოს არ ჰქონდესო,
ამას არავინ, არასდროს არ
ამბობს. ჩვენი
ხელისუფლების["ნაციონალური
მოძრაობის"] დროსაც
ვითარდებოდა სავაჭრო
ურთიერთობები და აქ
სავაჭრო ურთიერთობების
პრობლემა არავის არ
აქვს.ისეთ სტრატეგიულ
ობიექტში, როგორიც არის
ანაკლიის პორტი,
მნიშვნელოვანი იყო ის ძალა
ყოფილიყო, რომლისკენაც
ვართ ჩვენ ორიენტირებული,
მაგრამ როდესაც ამ ძალას
შენ გააგდებ
დემონსტრაციულად და
შემოგყავს ჩინეთი, ამით შენ
ამბობ, ამერიკა-ჩინეთის
კონკურენციას შორის
რომლის მხარეს იჭერ. ეს
ყველაფერი კი იმ
კონტექსტში ხდება, როცა შენ
NATO-ზე უარს ამბობ,
ევროკავშირზე უარს ამბობ,
ჩვენს ყველა მეგობარს
მტერს უწოდებ და,
ამავდროულად, "ჰამასთან" და
ირანთან მეგობრობ, ეს
ყველაფერი მთლიანობაში
გამოკვეთილი სურათია.
აქედან გამომდინარე, შანსი
არ არის ამ რეჟიმმა რამე
"დაალაგოს" ტრამპის
ხელისუფლებასთან,“ -
აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.